ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებულის რეაბილიტაციის პროცესს თვითმმართველობები წარმართავენ
საქართველოში ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის და რემონტის პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობებზე იქნება დელეგირებული, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება დეცენტრალიზაციითაა განპირობებული და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ ამოქმედდება.
„ამ პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობები წარმართავენ. დაიდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს მოაწერენ განათლების და მეცნიერების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. პროცესი გაგრძელდება მათი კურირებით. სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით კონტროლს განათლების სამინისტრო განახორციელებს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.