ფორმულა 1-ის მორიგი გუნდი, რომელმაც 2018 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდი წარმოადგინა, ბრიტანული საჯინიბო “მაკლარენია“.
მისი ახალი მანქანის ინდექსი იქნება – MCL33. მთავარი სიახლე ბოლიდის ახალი შეფერილობაა – ავტომობილი ნარინჯისფრად არის შეღებილი, კონსტრუქცია კი შარშანდელს მოგვაგონებს. თუმცა, გუნდის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სეზონის პირველი რბოლისთვის, მანქანა ძალიან შეიცვლება.
2018 წლის სეზონისთვის, “მაკლარენი” ჰონდას” ძრავებიდან “რენოს” ძრავებზე გადავიდა. საპრიზო პილოტების წყვილი უცვლელია – ფერნანდო ალონსო და სტოფელ ვანდორნი.