„მაკლარენი“ შეიძლება ფორმულა 1-დან წავიდეს
„მაკლარენი“ შეიძლება ფორმულა 1-დან წავიდეს

ბრიტანული საჯინიბო „მაკლარენის“ ხელმძღვანელმა ზაკ ბრაუნმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა, შესაძლოა, დატოვოს ფორმულა 1. სიტუაცია გაირკვევა 26 მარტს, ლონდონში შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობისა და გუნდის წარმომადგენლები.

„მაკლარენისთვის“ მნიშვნელოვანია ორი საკითხი – ფინანსური შემადგენელი და სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის შესაძლებლობა. თუ ეს არ იქნება, ჩვენ სერიოზულად გადავხედავთ ჩვენს პოზიციებს ფორმულა 1-ში.

ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს მოლაპარაკების ტაქტიკაა, მაგრამ თუ ჩვენ ვიგრძნობთ, რომ ახალი წესები ისეთ პირობებში ჩაგვაყენებს, რომლის მიხედვითაც ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანები, მოგვიწევს გადავხედოთ ჩემპიონატში მონაწილეობის საკითხს“, – მოჰყავს „ჯიპიფანზს“ (GPFans) ბრაუნის სიტყვები.