სებასტიან ფეტელი შეიძლება „მაკლარენში“ გადავიდეს
სებასტიან ფეტელი შეიძლება „მაკლარენში“ გადავიდეს

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, „ფერარის“ გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი, 2020 წლის სეზონის შემდეგ, შესაძლოა, „მაკლარენში“ გადავიდეს, – დაწერა ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“. წყაროს ცნობით, ფეტელმა ბრიტანული გუნდის ხელმძღვანელს ანდრეას ზაიდლს მომავალში სავარაუდო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე უკვე მიმართა.

წლევანდელ სეზონში ფეტელს თანაგუნდელ შარლ ლეკლერთან გარკვეული კონფლიქტი ჰქონდა, ასე რომ, მისი სავარაუდო წასვლა იტალიური გუნდიდან სავსებით ლოგიკურ ნაბიჯად მოჩანს.  2019 წლის სეზონში, სებასტიანმა ერთი რბოლა მოიგო და მეხუთე ადგილი დაიკავა საერთო ჩათვლაში. ლეკლერის ანგარიშზე ორი მოგება და მეოთხე ადგილი იყო.