„მაკლარენმა“ 2021 წლის ბოლიდი წარადგინა
„მაკლარენმა“ 2021 წლის ბოლიდი წარადგინა

ფორმულა 1-ის ბრიტანულმა საჯინიბომ „მაკლარენმა“ 2021 წლის სეზონისთვის ახალი ბოლიდი წარადგინა. მისი ინდექსია MCL35M.

მანქანას ოთხშაბათს, ბრიტანეთში „სილვერსტოუნის“ ტრასაზე გამოცდიან. გამოცდაში გუნდის ორივე საბრძოლო პილოტი მიიღებს მონაწილეობას – ბრიტანელი ლანდო ნორისი და ავსტრალიელი დანიელ რიკარდო. მათ 100-100 კილომეტრის გავლის უფლება ექნებათ.

ფორმულა 1-ის ოფიციალური წინასასეზონო ტესტები ბაჰრეინის ტრასაზე 12-14 მარტს გაიმათება. ახალი სეზონის პირველი გრანპრი ასევე ბაჰრეინში 28 მარტს არის დაგეგმილი.