„მაკლარენის“ ბაზაზე აირტონ სენას ძეგლი დადგეს
„მაკლარენის“ ბაზაზე აირტონ სენას ძეგლი დადგეს

უოკინგში მდებარე „მაკლარენის“ ბაზაზე ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის, აირტონ სენას ძეგლი დადგეს. ბრინჯაოს ქანდაკება ნატურალური ზომის არის და 160 კილოგრამს იწონის. მისი ავტორი ბრიტანელი ხელოვანი პოლ ოზია, რომლის ნამუშევართა დიდი ნაწილი „ფორმულა 1“-ის თემაზეა შექმნილი.

„სენას ქანდაკებაზე რვა თვის მაძილზე ვმუშაობდი და ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. პროექტი უნიკალურია იმით, რომ შევეცადე, „ფორმულა 1“-ის დინამიკა და ენერგია ბრინჯაოში მომექცია. იდეას საფუძვლად ბელგიის ტრასის ცნობილი მოსახვევი, სახელწოდებით „წითელი წყალი“ (Eau Rouge) დაედო. მოძრაობა, რომელსაც ამ მოსახვევის გავლის დროს აკეთებს მრბოლელი, ბრინჯაოს ქანდაკებაში გადავიტანე. ვფიქრობ გამომივიდა. სენას ძეგლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.“ – განაცხადა ოზმა.

აირტონ სენა „მაკლარენის“ პილოტი 1988-1993 წლებში იყო. სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში მოიპოვა ჩემპიონის სამი ტიტული. ბრაზილიელი პილოტი 1994 წელს სან-მარინოს გრან-პრის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.