„მაკლარენმა“ ახალი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო
„მაკლარენმა“ ახალი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო

ახალი ბოლიდის პრეზენტაცია ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ ერთმა გუნდმა მოაწყო. ეს არის ბრიტანული საჯინიბო „მაკლარენი“, რომლის ბოლიდი 2020 წლის სეზონში ყვითელ და ცისფერ ფერებში იქნება გადაწყვეტილი.

ახალმა ავტომობილმა მიიღო ინდექსი – MCL35. არ შეცვლილა პილოტთა შემადგენლობა – 2020 წელს ტრასაზე გავლენ ესპანელი კარლოს საინსი და ბრიტანელი ლანდო ნორისი.

2019 წლის ჩემპიონატში „მაკლარენმა“ კონსტრუქტორთა თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩამორჩა მხოლოდ „მერსედესს„, „ფერარისა“ და „რედ ბულს“. საინსი პირად ჩათვლაში მეექვსე ადგილზე გავიდა, ნორისი – მე-11 ადგილზე.

2020 წელს წინასასეზონო ტესტები 19-21 და 26-28 თებერვალს ბარსელონაში გაიმართება. ჩემპიონატის პირველ ეტაპს 15 მარტს, ავსტრალია უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი