ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯში თივის სათავსო დაიწვა.
როგორც პირველ არხს შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, ხანძარი სათავსოს დაახლოებით ერთი საათის წინ გაუჩნდა. სათავსოს მეპატრონის თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა და საცხოვრებელი სახლის სახურავზეც გავრცელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.