ახალციხის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ვალედან მცირეწლოვანი სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით შეიყვანეს
ახალციხის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ვალედან მცირეწლოვანი სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით შეიყვანეს

ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერი ვასილ ბალახაშვილი აცხადებს, რომ ვალეში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ოთხი წლის გოგონა საავადყოფოში სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით შეიყვანეს.

მისივე თქმით, ბავშვს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და გული ფაქტობრივად გაჩერებული ჰქონდა.

„პაციენტი ჩვენს საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით. ფაქტობრივად, გული გაჩერებული იყო. პაციენტს შემოსვლისთანავე ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა იმდენად სერიოზული იყო ტრავმისგან გამომდინარე, რომ შეუძლებელი გახდა მისი გადარჩენა. ბავშვს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები, პოლიტრავმა“, – აღნიშნა ვასილ ბალახაშვილმა.

​შეგახსენებთ, ვალეში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი წლის გოგონა ემსხვერპლა.