ახალ ზელანდიაში წყალდიდობის გამო მოქალაქეებისა და ტურისტების ევაკუაცია მოხდა
ახალ ზელანდიაში წყალდიდობის გამო მოქალაქეებისა და ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ყველაზე რთული ვითარება სოუთლენდის რეგიონშია, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 500-ზე მეტი ტურისტი გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულ მდინარეებში წყლის დონის დაკლებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რის შემდეგაც მოსახლეობას სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემენ.