ახალ ზელანდიაში წყალდიდობის გამო მოქალაქეებისა და ტურისტების ევაკუაცია მოხდა

10:37, 05.02.2020

ახალ ზელანდიაში წყალდიდობის გამო მოქალაქეებისა და ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ყველაზე რთული ვითარება სოუთლენდის რეგიონშია, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 500-ზე მეტი ტურისტი გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულ მდინარეებში წყლის დონის დაკლებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რის შემდეგაც მოსახლეობას სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემენ.

მსგავსი