ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გამო არჩევნები გადადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა მიიღო.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები 19 სექტემბრის ნაცვლად, 17 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც არდერნი ამბობს, არჩევნების ერთი თვით გადადება საშუალებას მისცემს, პარტიებს საარჩევნო კამპანია კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით დაგეგმონ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნების მეტი ხნით გადადება საჭირო არ არის.
მანამდე, არჩევნების გადადება ოპოზიციამ მოითხოვა. მათი მტკიცებით, კორონავირუსის პირობებში სააარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა აქვს.
ახლა ზელანდიაში დღეს კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც, ოკლენდში დამატებითი შეზღუდვები დააწესეს. ჯამში, გამოვლენილ კლასტერში 58 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალ ზელანდიაში ვირუსის 1 600 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი.