ახალ ზელანდიაში 2021 წლის დადგომა უკვე იზეიმეს [ვიდეო]

ახალ ზელანდიაში ახალი წელი გრანდიოზული სანახაობით იზეიმეს. მანამდე კი ახალ წელს სამოაში, შობის კუნძულზე და ტონგაზე შეხვდნენ.

ავსტრალიაში ახალი წლის შემოსვლას რამდენიმე საათში აღნიშნავენ. ტრადიციულად, სიდნეიში 2021 წელს გრანდიოზული ფოიერვერკის შოუთი შეხვდებიან. ქვეყნის მთავრობამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ავსტრალიაში შეკრებებსა და გადაადგილებებზე შეზღუდვებია დაწესებული. „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამო, მსოფლიო მოსახლეობა ახალ წელს განსხვავებულ რეალობაში ხვდება. ყველაზე ბოლოს კი ახალ, 2021 წელს ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე იზეიმებენ.