ახალ კალედონიაში, სადაც საპროტესტო აქციებზე ოთხი ადამიანი დაიღუპა, საფრანგეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა, სულ მცირე, 12 დღის განმავლობაში იქნება ძალაში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებია – იქ მიმდინარე საპორტესტო აქციებზე ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთაგან სამი ადგილობრივი მცხოვრები, ერთი კი პოლიციის ოფიცერია.
საფრანგეთის მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ პრესსპიკერმა პრისკა თევენომ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს დაძაბულობის განმუხტვას. ზომების მიხედვით, ხელისუფლებას მეტი უფლებამოსილება ექნება არეულობის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის მოქალაქეთა შინაპატიმრობის შესაძლებლობის ჩათვლით. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნიან. საფრანგეთმა წყნარი ოკეანის არქიპელაგის მიმართ ასეთი ზომები ბოლოს 1985 წლის იანვარში მიიღო.
ახალ კალედონიაში მასობრივი საპროტესტო აქციებია. აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან შესწორებას, რომლითაც ახალი კალედონიის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ მოქალაქეებსაც ექნებათ, რომლებიც კუნძულოვან სახელმწიფოში ათ წელზე მეტია, ცხოვრობენ. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უფრო მეტ ფრანგს ექნება. აღნიშნული ცვლილებების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს შესწორება ახალი კალედონიის მკვიდრი მოსახლეობის მარგინალიზაციას გამოიწვევს.