აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე რეფერენდუმს ან პლებისციტს ითხოვს და პარლამენტის დატოვებას არ გამორიცხავს
აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითხოვს და პარლამენტის დატოვებას არ გამორიცხავს.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად.
„მოვისმინე რა უმრავლესობის ლიდერის მორიგი, საკმაოდ ხისტი განცხადება, ვხედავ რა, დესტრუქციული ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, მაგრამ იმავდროულად ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს გუსლიწყრომასა და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელს პროპოციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გაარღმავებს საზოგადოებაში დაპირიპისრებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესებზე, არამედ თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე. გადავწყვიტე, რომ უკვე საჯაროდ მიმემართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის, რომ მათ მიიღონ ზომები რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემას, რეფერენდუმამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ, ჩვენთვის და ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენგანისთვის. თუ ამ შეთავაზებას მიიღებენ, ეს იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო. მერე მიიღებენ, არ მიიღებენ, ამის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, მოვლენების დაწყების პირველივე დღეს არ ჩათვალა საჭიროდ, ამ თემაზე ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დღეს პროცესები ცუდად მიდის, ამიტომ თავი მოვალედ ჩათვალა, ამის შესახებ განცხადება დღეს გაეკეთებინა.
რაც შეეხება მის მიერ პარლამენტის დატოვების საკითხს, როგორც ზოიძემ აღნიშნა: „ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცოდა პარტიის ხელმძღვანელობამ პოლიტიკიდან წასვლისა და პარლამენტის დატოვების შესახებ, მაგრამ მე ვხედავ ჩემს მიზანს და ამოცანას ამ ეტაპზე. მე ჩემს ადგილს ვხედავ იმაში, რომ გავიდე ხალხში ჩავუდგე სათავეში და დავარწმუნოთ ყველა ადამიანი, რომ პროპორციულ არჩევნებს 2020 წელსვე დაუჭირონ მხარი“.