ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკაკი ბაქრაძის წიგნი „ილია ჭავჭავაძე“ გერმანულ ენაზე გამოიცა.
წიგნის თარგმანზე ლაშა ბაქრაძემ იმუშავა, რამდენიმე ასეული ეგზემპლარი კი გამომცემლობა Leipziger Literaturverlag-მა დაბეჭდა.
აკაკი ბაქრაძის წიგნი „ილია ჭავჭავაძე“ ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე მოგვითხრობს, რომელთა შესახებ ავტორი დოკუმენტური სიზუსტით გვიამბობს.