აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ოტავაში გამოფენა გაიმართა
კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული დღეების ამსახველი ფოტომასალა გამოფინეს. ოტავაში გაიხსენეს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი ორგანიზებით საქართველოში 2008 წლის 12 აგვისტოს აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების ვიზიტი, მაშინ როდესაც თბილისს საფრთხე ემუქრებოდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ისტორიული რეისის დროს ლიეტუვის, უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის პრეზიდენტების და ლატვიის პრემიერის თვითმფრინავში გადაღებული ფოტოები. ომზე, ომის შედეგებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე სტუმრებს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ესაუბრა.