აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს. აღსრულების ეროვნული ბიურო მოუწოდებს მოქალაქეებს, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავონ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისვლისგან და სააღსრულებო პროცედურებთან დაკავშირებით ისარგებლონ მათი დისტანციური სერვისებით.
„სატელეფონო კონსულტაცია – (032) 2 749 649; სატელეფონო კონსულტაციით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის, გადახდის იდენტიფიკატორისა და ზოგადი პროცედურების შესახებ;
ვებპორტალი – my.gov.ge; ვებგვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ:
სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო მოქმედებები დაიწყება დოკუმენტის დედნის მოწოდების შემდეგ); ნებისმიერი ტიპის განცხადება და მიიღოთ პასუხი; ფაქტების კონსტატაციის მოთხოვნა; მოვალეთა რეესტრის ამონაწერის მოთხოვნა და მიიღოთ დოკუმენტი;
ამავდროულად, my.gov.ge-ის საშუალებით: მიიღოთ პასუხი მიმდინარე საქმის შესახებ მოთხოვნილ ინფორმაციაზე ელექტრონული კანცელარიის საშუალებით; წარმოადგინოთ გამარტივებული საქმის წარმოების მიმდინარე საქმეებზე დამატებითი დოკუმენტაცია;
ვებპორტალი – მოვალეთა რეესტრი debt.reestri.gov.ge – ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინფორმაცია მოვალეთა რეესტრში თქვენი რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ;
ვებპორტალი: ელექტრონული სააღსრულებო წარმოება nbof.reestri.gov.ge – ვებგვერდის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი სააღსრულებო საქმისწარმოების მიმდინარეობისა და განხორციელებული მოქმედებების შესახებ;
ელექტრონული ფოსტა – [email protected] – ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოითხოვოთ და მიიღოთ საჯარო ინფორმაცია
ფეისბუქმესენჯერი – აღსრულების ეროვნული ბიურო facebook.com/nbe.gov.ge
მოგვწერეთ სოციალური ქსელის მეშვეობით და მიიღეთ ინფორმაცია ზოგადი სააღსრულებო პროცედურების შესახებ. ყველა ვებპორტალი შეგიძლიათ იხილოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე: nbe.gov.ge“ – აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციაში.