აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებებს დროებით აჩერებს
აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებებს დროებით აჩერებს

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებებს დროებით აჩერებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს.

„შექმნილი მდომარეობიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით, 2020 წლის პირველ აპრილამდე ჩანიშნული გამოსახლებები დროებით გაუქმდა“, – ნათქვამია აღსრულების ბიუროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნითა და შექმნილი საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, 13 მარტიდან პირველ აპრილამდე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დროებით შეზღუდა:

  • აღმასრულებლის მხრიდან მისამართზე ვიზიტი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების მიზნით;
  • აღსრულების პოლიციის ვიზიტი მისამართზე იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების მიზნით;
  • სოციალური მუშაკისა და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების მისამართზე ვიზიტი საქმისწარმოების ფარგლებში მხარეების ინფორმირებისა და მორიგების წარმოების მიზნით.