აღსრულების ეროვნულ ბიუროში უარყოფენ ინფორმაციას გამოსახლების პროცესის დროს წიწაკის სპრეის გამოყენებაზე და აცხადებენ, რომ წიწაკის სპრეი თავად ბინაში მყოფმა პირებმა გამოიყენეს
აღსრულების ეროვნულ ბიუროში უარყოფენ ინფორმაციას გამოსახლების პროცესის დროს წიწაკის სპრეის გამოყენებაზე და აცხადებენ, რომ წიწაკის სპრეი თავად ბინაში მყოფმა პირებმა გამოიყენეს

აღსრულების ეროვნულ ბიუროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბიუროში აღნიშნავენ, რომ თავად ბინაში მყოფი პირები ასხამდნენ წიწაკის სპრეის სამართალდამცველებსა და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ეროვნული ბიურო გასახლების პროცედურას ატარებს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება მარინა ხატიაშვილის ოჯახს, რომელსაც მევახშისგან გარკვეული თანხა ჰქონდა აღებული.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმე ბიუროში 2018 წელს შევიდა. მათი თქმით, გასახლების პროცედურა ამ დროის განმავლობაში ხუთჯერ გადავადდა. პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები არიან შეკრებილი და გასახლებას აპროტესტებენ.

მოქალაქეებმა აღსრულების პოლიციის კუთვნილი ავტომობილი უროთი დააზიანეს. აღნიშნულის შემდეგ სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.