აღმოსავლეთ ინდოეთში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა
აღმოსავლეთ ინდოეთში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ინდოეთის შტატებში, ბიჰარსა და ოდიშაში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ დელიში კი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 52,9 გრადუსი დაფიქსირდა. ინდოეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ინდოეთის მეზობელ პაკისტანშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 52.2 გრადუსი შეადგინა. სიცხის ტალღა სამხრეთ პროვინცია სინდში დაფიქსირდა.