აღმოჩენილია უიშვიათესი ერეტიკული ხელნაწერი იესოსა და მისი „ძმის“ შესახებ
აღმოჩენილია უიშვიათესი ერეტიკული ხელნაწერი იესოსა და მისი „ძმის“ შესახებ

თანამედროვე ეგვიპტის ქალაქ ნეგ-ჰამადის სიახლოვეს, დაახლოებით 1400 წლის წინ ვიღაც დაკრძალეს, რომელსაც თან ჩააყოლეს მოზრდილ დოქში ჩალაგებულ დოკუმენტთა მთელი დასტა.

სულ ახალხან გაირკვა, რომ ამ უცნაური ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ხელნაწერი დანარჩენებისგან სრულიად განსხვავდება. მპირველ რიგში იმიტომ, რომ ის ბერძნულადაა შესრულებული და არა კოპტურად. თუმცა, წერტილების უცნაური თანმიმდევრობა უფრო დიდაქტიკურ მიზანზე მიუთითებს.

ნეგ-ჰამადის ბიბლიოთეკა 52 ტექსტს შეიცავს, რომლებიც გაფანტულია ტყავის 13 თხელ, გრაგნილ პერგამენტში. ისინი 1945 წელს ადგილობრივმა გლეხმა აღმოაჩინა მიწაში სასუქის შეტანისას.

ჩანაწერები ახ. წ. II-VI საუკუნეებს ეკუთვნის და აღწერს ერეტიკულ ტრადიციებს, რომელსაც უფრო გნოსტიციზმს უწოდებენ, ვიდრე ქრისტიანობის მისტიკურ ფორმას.

გნოსტიკური ჩანაწერების უმეტესობა კოპტურადაა შესრულებული. ამ ენაზე ეგვიპტეში მრავალი საუკუნის განმავლობაში წერდნენ და ლაპარაკობდნენ.

2017 წლის დასაწყისში, ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის რელიგიური კვლევების ცენტრის მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ერთი დოკუმენტი სხვებისგან აშკარად განსხვავდებოდა — იგი უკვე არსებული ხელნაწერის ბერძნული ასლი იყო.

„ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს ჩვენს აღფრთოვანებას, როდესაც მივხვდით, თუ რა აღმოვაჩინეთ“, — ამბობს ბიბლიური ბერძნულისა და ქრისტიანობის წარმოშობის სწავლული ჯოფრი სმიტი.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ჩვენ დრომდე შემორჩენილი იქნებოდა იაკობის (იესოს ძმა) პირველი გამოცხადების ბერძნული ფრაგმენტები. მაგრამ ჰოი საოცრებავ, ჩვენ წინაშე სწორედ ის იდო“.

ეს ხელნაწერი ცნობილია იმით, რომ აღწერს საუბარს იესოსა და იაკობს შორის, რომელიც მას ხშირად უწოდებს „ჩემს ძმას“. სანამ ძალიან აღელდებით და იფიქრებთ, რომ იგი დედმამიშვილს გულისხმობს, გეტყვით, რომ იაკობი იქვე განმარტავს „არა ჩემი მატერიალური ძმა“.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ტექნიკურად ერეტიკულია (მწვალებლური), არ შედის ქრისტანულ კანონიკაში, განსხვავებით ალექსანდრიის პატრიარქ ათანასე I-ის მრწამსისა. მე-4 საუკუნეში, სწორედ იგი უძღვებოდა დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი წერილები შეეტანათ ახალ აღთქმაში.

„ეს ტექსტი მოგვითხრობს ამბებს იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ; აღწერს საუბარს იესოსა და მის ძმას, იაკობს შორის (იოსებ დამწინდველის ძე) — საიდუმლო სწავლება, რომელმაც იაკობი კარგ მასწავლებლად აქცია იესოს გარდაცვალების შემდეგ“, — ამბობს სმიტი.

ბერძნულად შესრულებული ხელნაწერი ერთადერთი უცნაურობა როდია.

„ფრჩხილებში ჩასმული წერტილების გამოყენებით, ტექსტის უდიდესი ნაწილი მარცვლებადაა დაყოფილი“, — აღნიშნავს ტეხასის უნივერსიტეტის რელიგიური სწავლების ლექტორი ბრენ ლანდო.

„უძველეს ხელნაწერებში, ასეთი დაყოფა ძალიან იშვიათია, მაგრამ სამაგიეროდ, ხშირად გამოიყენებოდა საგანმანათლებლო მიზნების მქონე დოკუმენტებში“.

სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ტექსტის ეს ვერსია სასწავლო იყო, სავარაუდოდ ბერძენი სტუდენტებისათვის. ტექსტის უდიდესი ნაწილი უკვე ცნობილი ტექსტების პატარა სექციებია.

იაკობის პირველი გამოცხადების სრული თარგმანი მასწავლებლის განსაკუთრებულ სიყვარულზე მიუთითებს მის მიმართ“.

ნეგ-ჰამადის ბიბლიოთეკას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს გნოსტიკური კულტურის სწავლებაში.

ეჭვგარეშეა, რომ ეს გაცილებით უჩვეულო ნიმუში კიდევ ერთ მრავალფერ დეტალს შესძენს ჩვენს წარმოდგენას ქრისტიანობის განვითარებასთან დაკავშირებით.

აღმოჩენა ბოსტონში წარმოადგინეს, ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე.

მომზადებულია news.utexas.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით