თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობიდან მოზარდი გადმოვარდა.
როგორც პირველ არხს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებული ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაჰყავთ.
მისი მდგომარეობა მძიმეა.
პირველი არხის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდა.