აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც მიკროავტობუსის მგზავრები პირველ არხთან აცხადებენ, მსუბუქმა ავტომობილმა მიკროავტობუსს გზა გადაუჭრა და მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
პირველი არხის ჟურნალისტის თქმით, მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.