აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს სამგორის რაიონის გამგეობა სამართალდამცველებმა დაატოვებინეს
აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები სამგორის რაიონის გამგეობის შენობიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს.
მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში გამგეობის შენობაში იყვნენ და თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც ისინი ამბობდნენ, დედაქალაქის მერთან შეხვედრის გარეშე შენობას არ დატოვებდნენ.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნაა, არ მოხდეს მათი სახლების დემონტაჟი და აღნიშნული ფართები დაუკანონდეთ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, ისინი ქირის შეთავაზებაზე უარს ამბობენ.
ადგილზე იმყოფებოდა სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძეც, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვისაც საცხოვრებელი არ აქვს, ქირით გადაიყვანენ და ღია ცის ქვეშ არავინ დარჩება.