აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბდა“ მექსიკაში, სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალზე იმღერებს
აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბდა“ მექსიკაში, სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალზე იმღერებს

9-10 ოქტომბერს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით მექსიკის შეერთებულ შტატებში, სერვანტინოს (გუანახუატოს) რიგით 47-ე საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სერვანტინოს (გუანახუატოს) ფესტივალი ამერიკის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

მექსიკაში გასამგზავრებლად ანსამბლი „შავნაბდა“ თავად ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა, მექსიკის კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ ერთობლივად შეარჩიეს.

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადასთვის“ ამ მასშტაბურ ფესტივალზე გამოსვლა, მეტად საპასუხისმგებლო და ძვირფასია, რადგან, მათი თქმით, მექსიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთს საქართველოს ნაწილად აღიარებს.

ფესტივალზე ანსამბლი „შავნაბადა“ ოცამდე სიმღერას შეასრულებს, მათ შორის, ქართულ საგალობლებს, ხალხურ და კომპოზიტორების მიერ შექმნილ ცნობილ სიმღერებს.