აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავარიის შედეგად დაიღუპა
აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავარიის შედეგად დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
რუსული მედიის ცნობით, გაგულია სირიაში იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული გაგულია სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ ავტომანქანით მიდიოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გენადი გაგულია 2018 წლის 25 აპრილს დანიშნა.
გაგულია ე.წ. პრემიერად აპრილში მესამედ დაინიშნა, ამ ე.წ. პოსტზე ის 1995-1997 და 2002-2003 წლებში მუშაობდა.