აეროპორტის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა
აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში რამდენიმე საათის წინ მოხდა. აეროპორტის გზაზე სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა და 14 დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.