ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის თარიღი უახლოეს დღეებში დასახელდება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური ორი კვირის ვადაში გაიმართება, – ამის შესახებ ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობისთვის არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი იბრძოლებს, რომელთაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. დავით ასათიანი, რომელმაც 1129 ხმა მიიღო და ლევან ჯანაშია, რომელსაც მხარი 635-მა ადვოკატმა დაუჭირა.
ხმის დამთვლელმა კომისიამ 9 დეკემბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები დღეს ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა. ივანე პეტრიაშვილის თქმით, ოქმების ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.
არჩევნების მეორე ტურის კონკრეტულ თარიღს კანონმდებლობის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია უახლოეს დღეებში დაასახელებს.