სპორტის სასახლეში დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარის ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი იბრძოლებს, რომელთაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესენი არიან დავით ასათიანი, რომელმაც 1129 ხმა მიიღო და ლევან ჯანაშია, რომელსაც მხარი 635-მა ადვოკატმა დაუჭირა.
ხმის დამთვლელმა კომისიამ 9 დეკემბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა.