ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მტკიცებულებები დასაშვებად ცნო
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ავრცელებს.
„ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლე ლევან გელოვანმა დააკმაყოფილა ბასილაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, პროკურატურის მტკიცებულებებიდან ამორიცხა ნელი დოროყაშვილის სხეულის დათვალიერების ოქმი და ფოტო სურათები“, – წერს ირმა ჭკადუა „ფეისბუქზე“.
მისივე ცნობით, ასევე მოსამართლემ სრული მოცულობით ცნო დასაშვებად ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.