ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალების გასაცნობად თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა.
როგორც მან შენობიდან გამოსვლის შემდეგ, განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებაში საქმესთან დაკავშირებულ ვიდეოჩანაწერებს გაეცნო.
„გარკვეული ვიდეოჩანაწერები ვნახე, დაკავშირებული იმ ჯიპებთან. ნაწილი კიდევ აკლია და გადაწერა მიმდინარეობს. როდესაც სრულად ვნახავ, მერე უკვე იქნება სრული შეფასება რა შემხებლობა შეიძლება ჰქონოდა აღნიშნულ ავტომობილებს. ეს ყველაფერი საიდუმლო ბაზიდან არის და ამასთან დაკავშირებით მაინც ვალდებული ვარ, ამ თემაზე არ ვისაუბრო. ვალდებულება მაქვს, რომ ეს საიდუმლო არ გავამჟღავნო. ამ ვიდეოჩანაწერებს რომ ვნახავ, მერე იქნება პასუხი, რა შემხებლობა ჰქონდა ამ ავტომობილებს თამართან მიმართებაში.
როგორც გენპროკურორმა დაგვიდასტურა, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნებოდა და არ იქნებოდა ექსპერტების ჩართულობის პრობლემა. კიდევ ერთხელ მივმართავთ გენპროკურორს და ვკითხავთ, როდის იქნება ინფორმაცია იმ სრული მასალის, რაც წაშლილია კომპიუტერიდან, ასევე სატელიტიდან როდის იქნება სურათები, ჩემი რწმენით იქ ავტომობილი ნამდვილად არ იყო. სატელიტიდან გამოჩნდება იქ იდგა თუ არა ავტომობილი და კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული. ასევე, ხვალ რუსთავში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი – მანქანის ექსპერტიზა“, – განაცხადა რამიშვილმა.