ადვოკატი - მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, თუმცა დღემდე არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი, – ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა განაცხადა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ვანო მერაბიშვილი დღეს “ავერსის” კლინიკაში დამატებითი კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს.
„დღეს გაცდა ცნობილი ჩვენთვის, რომ უეცრად 08:00 საათზე ვანო მერაბიშვილი კლინიკაში კვლევებისთვის გადაიყვანეს. ამ კვლევების შედეგი ჯერ ჩემთვის უცნობია, მაგრამ მეუბნებიან, რომ გადმოგვცემენ კვლევის შედეგებს. მთავარი პრობლემა არის ისევ ის, რომ დადგენილი აქვს მას ჰორნერის სინდრომი, თუმცა დღემდე არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია ეს დაავადება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. იმედი მაქვს, რომ დღეს მაინც გავიგებთ სწორ დიაგნოზს, თუ რა ჭირს ამ ადამიანს”, – განაცხადა ადვოკატმა.
ვანო მერაბიშვილს „ავერსის“ კლინიკაში დღეს მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფია და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა.