ადვოკატი - კიევის სასამართლომ სევერიონ დანგაძის წინასწარი პატიმრობის ვადა 31 იანვრამდე გაახანგრძლივა
კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლის წინასწარი პატიმრობის ვადა 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.
სევერიონ დანგაძე კიდევ ერთ თვეს ციხეში გაატარებს. ამის შესახებ ცნობას ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი ავრცელებს.
დანგაძე 4 დეკემბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 6 დეკემბერს მიუსაჯა.
დანგაძეს სახელმწიფოს ღალატსა და დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობასა და დამალვაში სდებენ ბრალს.
გამოძიების მტკიცებით, დანგაძე სააკაშვილის აქციების დასაფინანსებლად ფულს რუსეთში მყოფი უკრაინელი ოლიგარქისგან იღებდა.