ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილს ახალ ბრალდებას ორშაბათს წარუდგენენ
ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილს ახალ ბრალდებას ორშაბათს წარუდგენენ

გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატის გიორგი მახარაძის ინფორმაციით, მსახიობს, რომელსაც  ნარკოდანაშაულისთის 8 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ. გიორგანაშვილს აცნობეს, რომ ბრალს ორშაბათს დაუმძიმებენ.

გიორგი მახარაძეს წინასწარ არ აქვს ინფორმაცია, რის საფუძვლზე მოხდება  ახალი ბრალის წარდგენა და რა მტკიცებულებებით ედავება გიორგანაშვილს გამოძიება ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს. ადვოკატის თქმით, საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ დევს.

გიორგი მახარაძე ადასტურებს, რომ გასული წლის იანვარში გიორგანაშვილი მართლაც იყო თურქეთში, თუმცა იმ პერიოდში თურქეთში საქართველოს ათასობით მოქალაქე იმყოფებოდა.

ადვოკატის განცხადებით, გიორგანაშვილი ხულორდავას თურქეთში არ შეხვედრია. რაც შეეხება ქორიძესთან კავშირს, ადვოკატის თქმით გიორგანაშვილი და ქორიძე ერთობლივად აპირებდნენ ელექტრო სიგარეტების ბიზნესის დაწყებას.

გამოძიების ინფორმაციით, თურქეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზება ირაკლი ქორიძემ განახორციელა, ამ გეგმის განხორციელებაში კი მისი ნაცნობები ჯაბა ხულორდავა და გიორგი გიორგანაშვილი დაეხმარნენ. სწორედ ამის გამო, გამოძიება აპირებს მსჯავრდებულ გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმოს და ორგანიზებული ნარკოდანაშაულის მუხლი წაუყენოს.