ადვოკატი - ცოტნე გამსახურდიას საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ერთ პირზე სამართლებრივი დევნა შეწყდა
ადვოკატი - ცოტნე გამსახურდიას საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ერთ პირზე სამართლებრივი დევნა შეწყდა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე
ერთ-ერთი ბრალდებულის, თორნიკე ქვათაძის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.

ადვოკატ სალომე კალაიჯაშვილის ინფორმაციით, თორნიკე ქვათაძის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. დანარჩენი პირების მიმართ კი, პატიმრობა ძალაში დარჩა. სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ყველა პირისთვის ითხოვდა. ადვოკატის თქმით, პატიმრობის გაგრძელების ფორმალური საფუძველი და საფრთხე არ არსებობდა. დღესვე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე თავდაპირველად ხუთი პირი იყო ბრალდებული. ამჟამად ორი ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ორ პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.

შემდეგი სხდომა 2 ივნისს 13:00 საათზე ჩატარდება.