ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა 48-დან 24 საათამდე მცირდება
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა 48-დან 24 საათამდე მცირდება

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები 48 საათიდან 24 საათამდე მცირდება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელზეც ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე მსჯელობენ.

კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, უნდა წარედგინოს სასამართლოს.

ამ მუხლთან მიმართებაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის წინადადება გაითვალისიწინა და ეს დრო 24 საათამდე შეამცირა.

შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა არაუმეტეს 24 საათით განისაზღვრება.

რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, ცვლილებებით, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათის, წარედგინება სასამართლოს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

დატოვე კომენტარი