ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქებში გასული ღამის განმავლობაში ათობით დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქებში გასული ღამის განმავლობაში ათობით დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
როგორც ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზოვი ტელეგრამარხში წერს, ღამით ბრიანსკის ოლქის თავზე 30 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი ცნობით, იერიშს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დრონებით თავდასხმის შესახებ სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი ვასილი ანოხინიც იტყობინება, თუმცა არ აკონკრეტებს, რამდენი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.