რუსეთში, ბრიანსკის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი
რუსეთში, ბრიანსკის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი

რუსეთში, ბრიანსკის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი 14 წლის მოსწავლემ მიიტანა და თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა.

დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

თავდამსხმელის მამა ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.