ადამიანის უფლებათა კომიტეტი და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტს წარადგენენ
ადამიანის უფლებათა კომიტეტი და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტს წარადგენენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, დღეს ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტს წარადგენს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

ღონისძიების მთავარი სპიკერები ისაუბრებენ ბავშვთა უფლებების კოდექსის მნიშვნელობაზე ნაციონალურ კონტექსტში; ბავშვთა უფლებების კოდექსის მნიშვნელოვან ასპექტებზე; კოდექსის პროექტის სტრუქტურის დასაბუთებასა და კანონის იმპლემენტაციის შესაძლებლობებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის კოდექსი აძლიერებს ოჯახს და უზრუნველყოფს, რომ ოჯახში თითოეული ბავშვი იყოს დაცული. თუ ოჯახი ვერ ახერხებს ამას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ერთვება. ის ასევე ორიენტირებულია პრევენციულ მექანიზმებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მთავარი აქცენტი გავაკეთოთ პრევენციაზე, რაც ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ძალადობის, კრიმინალის, სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებების, მათ შორის აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების პრევენციას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 11:00 საათზე გაიმართება.