კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ყურის აწევა სასტიკ, დამამცირებელ მოპყრობად არ უნდა ითვლებოდეს
კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ყურის აწევა სასტიკ, დამამცირებელ მოპყრობად არ უნდა ითვლებოდეს

ნებისმიერი ფიზიკური დასჯა არ უნდა გულისხმობდეს სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელი მოპყრობას,-ამის შესახებ კობა დავითაშვილმა პარლამენტში „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, მშობლის მიერ ყურის აწევა არ უნდა ითვლებოდეს სასტიკ და დამამცირებელ მოპყრობად.

„ფიზიკური დასჯა არის ყურის აწევა. ხომ არსებობს ასეთი. ბავშვი რაღაცას აფუჭებს და მას ყურს ვუწევთ, ეს ფიზიჯური დასჯაა, მაგრამ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობაა მამამ რომ შვილს ყური აუწიოს, ან დედამ? მე შევიკავებდი თავს. იქნებ მივანდოთ ეს ჩვენს შინაგან აღზრდას, კულტურას. იქნებ ზღვარი, რომელშიც სახელმწიფო ერევა, დავტოვოთ ისე, როგორც დღეს არის“,- განაცხადა კობა დავითავშვილმა.

კოდექსის განხილვის პროცესში აბორტის დაშვების გამო, კანონმდებლების მისამართით კრიტიკულები იყვნენ როგორც სასულიერო, ასევე კანონის განხილვაში ჩართული დაინტერესებული პირები.

„მოწინავე ერი ვართ საკუთარი შვილების დახოცვაში, რადგან გოგო იბადება. ამის საწინააღმდეგოდ, აბორტის აკრძალვის ოპონენტები გამოდიან ჰუმანური ტერმინოლოგიით, მაგრამ რა ჰუმანიზმით უნდა გაამართლო პატარა ბავშვის მკვლელობა“,-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

პარლამენტში „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ განხილვა გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს“