„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ჩაერთო. ოჯახის ინტერესებს მიხეილ რამიშვილთან ერთად, ორგანიზაციის ადვოკატი ეკა ქობესაშვილიც დაიცავს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, პროკურატურა არა თვითმკვლელობამდე მიყვანას, არამედ მკვლელობას უნდა იძიებდეს.

„დღეისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნაა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიზანია, ერთი მხრივ, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ოჯახს და მეორე მხრივ, თვალი მიადევნოს გამოძიების პროცესს და საზოგადოებას პერიოდულად გაუზიაროს რიგი ინფორმაცია.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა დაზარალებულის მხარდამჭერი და დამხმარე უნდა იყოს, სამწუხაროდ, პროკურატურის მიმართ კვლავ უნდობლობა აქვს როგორც დაზარალებულ მხარეს, ასევე ჩვენ, უფლებადამცველებს.

დიახ, სატელიტიდან მოპოვებული ფოტოებით მტკიცდება, რომ იმ დღეებში იქ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ იდგა. ამიტომ ეს უკვე ცალსახა მტკიცებულებაა იმისა, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა. საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით და პროკურატურა უნდა იძიებდეს არა თვითმკვლელობამდე მიყვანას, არამედ მკვლელობას“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.