ადამიანის ამტანობას გარკვეული ზღვარი აქვს, რომლის იქით ორგანიზმი საკუთარ თავს ჭამს - ახალი კვლევა
ადამიანის ამტანობას გარკვეული ზღვარი აქვს, რომლის იქით ორგანიზმი საკუთარ თავს ჭამს - ახალი კვლევა

რამდენს შეიძლება გაუძლოს ადამიანის სხეულმა? ეს კითხვა შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ 5-კილომეტრიანი სირბილის ან დილის ვარჯიშის შემდეგ. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ადამიანის ამტანობას განსაზღვრული ლიმიტი აქვს, რომლის მიღმაც ადამიანის სხეული მუშაობას წყვეტს.

გრძელვადიანი ფიზიკური დატვირთვისას, ამ ზღვარზე კალორიები 2,5-ჯერ მეტად იწვება, ვიდრე ჩვეულებრივი მეტაბოლური მაჩვენებლისას, არ აქვს მნიშვნელობა თქვენი გამძლეობისა და ვარჯიშის დონეს. ამის იქით, ჩვენი სხეული საკუთარი ქსოვილებისა და ცხიმის მარაგის ჭამას იწყებს, რათა მოქმედება შეინარჩუნოს.

ჩვენი შესაძლებლობების გასარკვევად, მკვლევართა ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა ამტანობის სხვადასხვა გამოწვევებისა და ცხოვრებისეული მოვლენების მონაცემებს. მათ შორის იყო მონაცემები აშშ-ის ერთი სანაპიროდან მეორეზე მიმდინარე ულტრამარათონიდან (4957 კმ) და ორსულობიდან.

მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ევოლუციური ანთროპოლოგის, ჰერმან პონცერის განცხადებით, ეს განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობათა სამეფოს. მისივე თქმით, არსებობს გარკვეული ზღვარი, თუ რამდენი კალორიის ათვისება შეუძლია ჩვენს ნაწლავებს დღეში.

ახალი კვლევის ფარგლებში ჩართული იყო მონაცემები მარათონების მონაწილეთ მიერ ენერგიის დანახარჯების შესახებ, ასევე, მონაცემები ტურ-დე-ფრანსიდან, არქტიკული ექსპედიციებიდან და სხვა ღონისძიებებიდან.

როგორც პონცერი აღნიშნავს, რამდენიმე დღის განმავლობაში მართლაც შეგიძლიათ ძლიერი დატვირთვა, მაგრამ თუ უფრო მეტხანს მოინდომებთ, უკანდახევა მოგიწევთ. მისი თქმით, ყოველი მონაცემი ადამიანის ამტანობის ამ ბარიერზე მიუთითებს.

როგორც ჩანს, ადამიანის ორგანიზმს შეუძლია შეანელოს კალორიების წვა, რათა სიცოცხლისუნარიანობის ზღვარს არ გადასცდეს, სადაც ჩვენ ენერგიას იმაზე სწრაფად ვხარჯავთ, ვიდრე ვიღებთ. ეს შესაძლებელია მოკლე პერიოდით, მაგრამ თანდათანობით, ჩვენი ორგანიზმი მიდის იმ მომენტამდე, როცა უკვე მუხრუჭს იყენებს.

მკვლევართა აზრით, ერთ-ერთი ბიოლოგიური დაბრკოლება საჭმლის მომნელებელი სისტემა — გარკვეულ წერტილში, ჩვენს ორგანიზმს საკმარისად სწრაფად აღარ შეუძლია საკვების გადამუშავება და ენერგიად გარდაქმნა.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.