ადამ კინზინგერი - მოვუწოდებ ყველას, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წერს.
„თვალს ვადევნებ ჩვენ მოკავშირე საქართველოში მიმდინარე არჩევნებს. მოვუწოდებ ყველას, გააკეთოს თავისი არჩევანი, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში თაღლითობის, დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ადგილი არ არის. ჩვენი ერები ძლიერი, ერთიანია და ამერიკას საქართველოს იმედი აქვს“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.