ადამ კინზინგერი – მოვუწოდებ ყველას, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წერს.
„თვალს ვადევნებ ჩვენ მოკავშირე საქართველოში მიმდინარე არჩევნებს. მოვუწოდებ ყველას, გააკეთოს თავისი არჩევანი, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში თაღლითობის, დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ადგილი არ არის. ჩვენი ერები ძლიერი, ერთიანია და ამერიკას საქართველოს იმედი აქვს“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
Watching our ally #Georgia ‘s elections. I encourage all to vote, stay calm, and let the process work. There is no place for cheating, intimidation, or vote buying in a free and fair election. Our nations are strong + united, and America is hopeful for #Georgia … @usingeo
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) October 31, 2020