ადა მარშანია - ზაზა ოქუაშვილს არ ეწყინოს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ დაფინანსების საკითხი არის მოგონილი
ადა მარშანია - ზაზა ოქუაშვილს არ ეწყინოს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ დაფინანსების საკითხი არის მოგონილი

როგორც ირკვევა პარტიის ზურგს უკან რაღაც პროცესები მიდიოდა, რომლის თაობაზეც ჩვენ არაფერი ვიცოდით, ეს ძალიან ცუდია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, თითქოს მისგან ითხოვდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებას.

როგორც ადა მარშანიამ განაცხადა, ზაზა ოქუაშვილის განცხადება ტელეეთერიდან მოისმინა.

„ზაზა ოქუაშვილის განცხადება მოვისმინე ტელეეთერიდან. ამაშია მთელი პრობლემა. ეს რომ ასე ყოფილიყო და თუ ეს ასე იყო, რატომ არ გვითხრა, ჩვენ თავის დროზე. თუ ასეთი დავალება ჰქონდა, რატომ დაგვიმალა. ეს მიუღებელია და ამ ფაქტს ვერ შევეგუებით. მას არ ეწყინოს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს არის მოგონილი ფაქტი. ჩვენ არასდროს გვითხოვია ფინანსური მხარდაჭერა ბატონი ზაზასთვის, თუ რამეს თავის ინიციატივით გაიღებდა. პარტიის წევრია ორივე ცოლ-ქმარი და მგონი ლოგიკურია, რომ რამე გაიღონ ამ ადამიანებმა. სამწუხაროდ, როგორც ირკვევა, პარტიის ზურგს უკან რაღაც პროცესები მიდიოდა, რომლის თაობაზეც ჩვენ არაფერი ვიცოდით, ეს ძალიან ცუდია, საპარლამენტო პარტია როცა ხარ მით უმეტეს. ჩვენ რომ ეს გვცოდნოდა, გავასაჯაროებდით ფაქტებს, დავიცავდით, როგორც ბიზნესმენს. ბუნებრივია, ეჭვებს ბადებს, ამხელა ამბავი რომ ხდება შენს თავს და პარტიის წევრებს არაფერს ეუბნები”, – განაცხადა ადა მარშანიამ.