აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სულ 2500 ჰა ფართობი დამუშავდება.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიაშვილებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ქედის მერთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ხვნისა და თესვის სამუშაოები აგროვადების სრული დაცვით. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდეს სამუშაოები, რაც საბოლოოდ მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე აისახება“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.