აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმა მოხდა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმა მოხდა, – ამის შესახებ განცხადებას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სავარაუდო კიბერშეტევა არჩევნების წინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციას ემსახურება.
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმა მოხდა, რომელიც ჩვენი ვარაუდით, არჩევნების წინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტირებას ემსახურება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა. მსგავსი შეტევა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა.
საქმეში გასარკვევად გამოძახებულია სამართალდამცველები. მიმდინარეობს არსებული საკითხის მოკვლევა“, – ნათქვამია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.