აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ქობულეთის ოთხი სოფლის ყველა გადასასვლელი პოლიციისა და თავდაცვის ძალების მიერ კონტროლდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში შეზღუდვები წესდება ყველა გამომსვლელ პირზე, თუ არ იქნება დისტრიბუციისა და სხვა სპეციალური დანიშნულების გადაადგილება, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ყველა გადასასვლელი გაკონტროლებულია პოლიციისა და თავდაცვის ძალების მიერ.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი ქობულეთის ოთხ სოფელში. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. დაწყებულია და ინსტალირება ხდება საკონტროლო-გამშვები პუნქტების და დავიწყებთ პროცედურებს, რაცაა გათვალისწინებული ამ გადაწყვეტილებით.
სოფლების ყველა გადასასვლელი გაკონტროლებულია პოლიციისა და თავდაცვის ძალების მიერ. შეზღუდვა ეხება მედიასაც, იგი წესდება ყველა გამომსვლელ პირზე, თუ არ იქნება ეს დისტრიბუციის და სხვა სპეციალური დანიშნულების, სამედიცინო და ასე შემდეგ გადაადგილება“,- განაცხადა ანანიაშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა .