აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს ხვალ დაამტკიცებენ
აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს ხვალ დაამტკიცებენ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ხვალ 15:00 საათზე გაიმართება, შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრებს ერთად ეყრებათ კენჭი.
მათ დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო, უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში 14 მანდატს ფლობს. აჭრის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.